მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“ - სალომე ზურაბიშვილი

“ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“ – სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვიტერზე” დაწერა. 

„მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის მხარდაჭერის ნიშნად“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ვიდეომიმართვის დროს რამდენიმე პოლიტიკური გზავნილიც გააჟღერა. 

“რეჟიმი, რომელმაც კიევში ხელისუფლება მიიტაცა” – როგორ მოიხსენიებს ვლ. პუტინი ოფიციალურ კიევს

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...