მთავარისიახლეებიმსოფლიოშოიგუ პუტინის დავალებას ასრულებს - დონეცკსა და ლუგანსკში რუსული ჯარი შედის

შოიგუ პუტინის დავალებას ასრულებს – დონეცკსა და ლუგანსკში რუსული ჯარი შედის

Published on

ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკვე შედიან რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ზემოთხსენებულ რეგიონებში მშვიდობის უზრუნველყოფა დაავალა. 

ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსული ჯავშანტექნიკის გადაადგილების ამსახველი ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებსა და რუსულ, ასევე უკრაინულ მედიაში ვრცელდება. 

შეგახსენებთ, დღეს ვლ. პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და სერგეი შოიგუს დავალება მისცა. 

ამავე ვიდეომიმართვაში ვლ. პუტინმა დასავლეთის ქვეყნების, ნატოს, ევროკავშირის, უკრაინის მიმართ სხვადასხვა პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა. 

“ვ.ი. ლენინის სახელობის საბჭოთა უკრაინა” – ვლ. პუტინის ვიდეომიმართვის ძირითადი გზავნილები

სიახლეები

საია- ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ივანიშვილის რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს...

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა  შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო...

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.  "საზღვარგარეთ...