საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაცია მიეცათ, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ

0
215

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართავს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია მუშაობას განაგრძობს.

“უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ”, ამბობენ უწყებაში.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთს დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

წინა სტატიავგმობთ პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას – ენმ
შემდეგი სტატიამოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში – ლუდმილა დენისოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური