მთავარისიახლეებიმსოფლიო"რეჟიმი, რომელმაც კიევში ხელისუფლება მიიტაცა" - როგორ მოიხსენიებს ვლ. პუტინი ოფიციალურ კიევს

“რეჟიმი, რომელმაც კიევში ხელისუფლება მიიტაცა” – როგორ მოიხსენიებს ვლ. პუტინი ოფიციალურ კიევს

Published on

“მივმართავ მათ, ვინც კიევში ხელისუფლება მიიტაცა და ამ დრომდე აქვს მიტაცებული, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები დონბასში”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსი ერისადმი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, სადაც ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

“იცვლებიან პრეზიდენტები, რადის დეპუტატები, მაგრამ არ იცვლება იმ რეჟიმის აგრესიული, ნაციონალისტური ხასიათი, რომელმაც კიევში ხელისუფლება მიიტაცა… ეს  მთლიანად და სრულად 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგია”, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა რუსი ერისადმი მიმართვის დროს სხვადასხვა სახის პოლიტიკური გზავნილებიც გააჟღერა.

“ვ.ი. ლენინის სახელობის საბჭოთა უკრაინა” – ვლ. პუტინის ვიდეომიმართვის ძირითადი გზავნილები

 

სიახლეები

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...