მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ აქტივისტები დააკავა

0
201

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიასთან სადაც პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, ამის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ რათა მიიღონ პასუხი, როდის შეუშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსებს და როდის მიიღებს ის სათანადო სამედიცინო დახმარებას.

“პოლიციამ აღიარა კამერების წინ, რომ მათ აზრის გამო დაიწყეს ჩვენი დევნა. ასეთი მოტივი ჰქონდათ – თქვენ შეიძლება დაარღვიოთ კანონი” – თქვა გიორგი მუმლაძემ.

აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ.

ცნობისთვის, 21 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს. ის ითხოვს ციხეში პირადი ექიმი შეუშვან, ასევე მიეცეს საშუალება ადეკვატურად იმკურნალოს.

წინა სტატიამნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინაა ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით – ზელენსკი
შემდეგი სტატიასაქართველო ახლა გაქვს შანსი, შეახსენო მსოფლიოს, რომ პუტინმა 2008 წელს თქვენთანაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ბრაიზა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური