მე აუცილებლად დავტოვებ ჩემს სიტყვას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით

0
246

“მე აუცილებლად დავტოვებ ჩემს სიტყვას ამ საქმესთან დაკავშირებით.” –  განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ  მედიაში .

მისი  განცხადებით, 1 კვირის განმავლობაში, მანამ, სანამ თანამდებობაზე იქნება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საკუთარ სიტყვას დატოვებს, თუმცა, ჯერჯერობით, არ იცის, ეს რა ფორმით მოხდება

,,აუცილებლად ვიტყვი, პრინციპში, ერთი კვირაა ამისთვის დარჩენილი და მანამ, სანამ მე ამ პოზიციაზე ვარ, აუცილებლად ვიტყვი, რა გაკეთდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რა სტადიაზე რჩება გამოძიება. პრინციპში, ვთქვათ ისიც, რომ ადვოკატები სრულყოფილად ფლობენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებს სამსახური, ისინი თავიდანვე იყვნენ ჩართულები პროცესში”.

თოლორაიას განმარტებით, საგამოძიებო უწყებები, როგორც წესი, შუალედურ დასკვნებს არ აქვეყნებენ და ეს მას შემდეგ ხდება, რაც გამოძიება დასრულდება. მისივე თქმით, გამონაკლისს უშვებს იმიტომ, რომ ინსპექტორის სამსახური რამდენიმე დღეში უქმდება.

“გამოძიების შუაში როდესაც ამბობს სათქმელს, ეს უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებებით და ეს უნდა იყოს ისეთი ნათქვამი, რომელსაც წყალი არ გაუვა ისეთი მტკიცებულებებით, რომელიც შემდგომ ეტაპზე იქნება მოპოვებული. მე ამიტომ ვერიდები ხოლმე სისხლის სამართლის საქმეებზე შუალედური დასკვნების გაცემას. თუმცა, ახლა გამონაკლისი, ალბათ, იქნება იმიტომ, რომ ამ საქმეზე, რომ ამ სამსახურის გაუქმება ხდება”, — ამბობს ის.

თოლორაია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილი ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელად პროკურატურის თანამშრომელი აირჩიეს, არ იცის “რა ბედი ეწევა” იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელსაც ინსპექტორი იძიებდა. მისივე შეფასებით, ახალი სამსახური პროკურატურის ერთ-ერთ დანაყოფად გადაიქცევა.

მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ითხოვენ, რომ ლონდა თოლორაიამ კადრები გაასაჯაროვოს. 7 თებერვალს სააკაშვილმა კადრებთან ერთად შუალედური დასკვნის გამოქვეყნებისკენაც მოუწოდა ინსპექტორს.

წინა სტატიამოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში – ლუდმილა დენისოვა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სასახლის შესასვლელში საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური