ხელმეორე შიმშილობას შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება – ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

0
223

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაასაჯაროვა ჩანაწერი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ჰოლანდიიდან მიიღო და სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმეორე შიმშილობა “კატეგორიულად გამორიცხულია”. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასეთი მკაცრი შინაარსის ჩანაწერის არსებობის მიუხედავად, ის მაინც მიდის უვადო შიმშილობის გამოცხადებაზე. მიხეილ სააკაშვილმა ჩანაწერი ხდომის მიმდინარეობის დროს, თვითონვე წაიკითხა:

“კატეგორიულად გამორიცხულია ხელმეორე შიმშილობა. ეს გამოიწვევს თქვნი, უკვე დასუსტებული მდგომარეობის ფონზე უფრო ძლიერ სტრესს: მეტაბოლიტების, ელექტროლიტებისა და ფერმენტების ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც, თავის მხრივ, ქსოვილურ და უჯრედულ დონეზე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგები მოჰყვება… აი, მე მივდივარ ამაზე”, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდეტმა სასამართლო პროცესზე. 

წინა სტატიაკუბამ, ვენესუელამ და ნიკარაგუამ ДНР-ისა და ЛНР-ის დამოუკიდებლობა აღიარეს
შემდეგი სტატიაშოიგუ პუტინის დავალებას ასრულებს – დონეცკსა და ლუგანსკში რუსული ჯარი შედის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური