მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანია Nord Stream 2-ის გაზსადენის ამოქმედებას აჩერებს

გერმანია Nord Stream 2-ის გაზსადენის ამოქმედებას აჩერებს

Published on

გერმანია Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს სერტიფიცირებას უჩერებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, სერტიფიცირება შეუძლებელია. მილსადენის პროექტი სექტემბერში დასრულდა, თუმცა ოპერირება ჯერ დაწყებული არ იყო.

“ეს ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯი…. ამ სერტიფიცირების გარეშე Nord Stream 2 ვერ დაიწყებს მუშაობას”, – თქვა შოლცმა.

უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ აშშ-მ თქვა, რომ თუ რუსეთი შეიჭრებოდა, “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

დასავალეთი მოსკოვს დამატებითი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება.

სიახლეები

საია- ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ივანიშვილის რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს...

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა  შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო...

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.  "საზღვარგარეთ...