მთავარისიახლეებიმსოფლიო"ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია" - ფონ დერ ლაიენი

“ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია” – ფონ დერ ლაიენი

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულმა კრიზისმა აჩვენა, რომ ევროპა რუსულ გაზზეა დამოკიდებული. როგორც მან აღნიშნა, ევროპამ ენერგეტიკის სფეროში მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რადგან ევროპის სამომავლო ენერგო დამოუკიდებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

“რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის რეგიონების, დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელწიფოებად აღიარება უკანონო და კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან ამ რეგიონებში რუსული სამხედროების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა.

რუსეთი მის საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს არ სცემს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ეს კრიზისი რუსეთმა შექმნა და ესკალაციაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. პარტნიორებთან ერთად დაუყონებლივ დავასრულებთ სანქციების პაკეტს, რომელიც კომპანიების, ფიზიკური პირებისა და იმ ბანკების წინააღმდეგ იქნება მიმართული რომლებიც რუსეთის არმიის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს აფინანსებენ.

ამასთან, რუსეთს შეეზღუდება წვდომა ევროპის ფინანსურ ბაზართან და ევროპის ფინანსურ კაპიტალთან. რაც შეეხება ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს, ვიქრობ რომ გერმანიის მთავრობა სწორად მოიქცა. არსებულმა კრიზისმა აჩვენა, რომ ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულია. აქედან გამომდინარე ჩვენ ენერგეტიკის სფეროში მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, რადგან ევროპის სამომავლო ენერგო დამოუკიდებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია”,-თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...