მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები...

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

Published on

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციები დაუწესდებათ ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს ახორციელებენ.

“სანქციები, რომელიც წევრი ქვეყნების მიერ ერთხმად დამტკიცდა, რუსეთს დიდ ზიანს მიაყენებს”,-თქვა ბორელმა.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...