1-ლი მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება – ნახეთ სრული სია

0
225

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მარტიდან ქვეყენაში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვები შემსუბუქდება. ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, პირველი მარტიდან შესაძლოა ეს შემსუბუქებები უფრო მრავალფეროვანი გახდეს და გაფართოვდეს.

უფრო კონკრეტულად:

1-ლი მარტიდან საქართველოს საზღვარზე შემოსვლას უცხოელები უარყოფითი PCR ტესტის პასუხითაც შეძლებენ:

საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან, მაგრამ არც აცრა აქვთ გაკეთებული და არც PCR ტესტი, სავალდებულო იზოლაციის ვადა 8 დღიდან 5 დღემდე შემცირდება.

“საქართველოს მოქალაქე როდესაც შემოდის ქვეყანაში, თუ მას აქვს PCR ტესტი, ეხსნება ასევე მესამე დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება”, – თქვა ღიბრაძემ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმდება ის აპლიკაციები, რომლებიც მანამდე იმ 67 ქვეყნიდან საქართველოში შემოსასვლელად იყო საჭირო, რომლებთანაც შეზღუდვა მოქმედებდა – “ბიზნესაპლიკაცია” “იმუშავე საქართველოდან” და სტუდენტური აპლიკაცია.

რაც შეეხება კვების ობიექტებს:

დახურულ სივრცეში, ერთ მაგიდასთან დაჯდომას 6 პირის ნაცვლად 10 შეძლებს;
ხოლო ღია სივრცეში 10-ის ნაცვლად 15 ადამიანი;
უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
სოციალურ ღონისძიებებზე, ქორწილზე, ქელეხზე, დაბადების დღეზე თუ სხვა – იგივე ტიპის რეგულაცია იმოქმედებს.

1-ლი მარტიდან უქმდენა “კოვიდ სასტუმროებიც”

ინფიცირებული პაციენტების შეყვანა კოვიდ სასტუმროებში დღეიდან, 22 თებერვლიდან შეწყდება.

გარდა ამისა უქმდება:

თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;
დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტით მომსახურება გაუწიონ სტუმრებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 4 მარტიდან მუშაობას შეძლებენ ღამის კლუბები, რომლებსაც ფართის ტევადობის 60% გამოყენების უფლება ექნებათ.

15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

სიახლეა ისიც, რომ ამ კვირის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ყოველკვირეული ფორმატის ნაცვლად ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება.

წინა სტატიარუსლანას, რომელმაც 2012 წლის კლიპში “მაიდანი” იწინასწარმეტყველა, რუსეთის კრახის “დანახვას” სთხოვენ
შემდეგი სტატიარუსეთის საფონდო ბირჟა ჩამოიშალა, რუბლი მსოფლიოში ყველაზე არასტაბილური ვალუტა გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური