მთავარისიახლეებიზუგდიდში მოკრივეებს რუსულენოვანი სიგელები გადასცეს

ზუგდიდში მოკრივეებს რუსულენოვანი სიგელები გადასცეს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრმა ხათუნა შამუგიამ გამოაქვეყნა სტატუსი და სპორტული შეჯიბრის რუსულენოვანი სიგელი, რომელიც 2022 წლით თარიღდება. დეპუტატის თქმით, სიგელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერაა გაცემული, რადგან მასზე სწორედ აღნიშნული ა(ა)იპის დირექტორის ხელმოწერაა დაფიქსირებული.

“რუს ოლიგარქს აქვს უზურპირებული ხელისუფლება და რუსულ პროპაგანდას ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. საშინელება ისაა, რომ ეს ხდება სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე”, – ამბობს ხათუნა შამუგია.
სიგელზე დატანილი ბეჭედი უკვე ლიკვიდირებულ “ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრს” ეკუთვნის, რომელიც 2018 წლიდან არ ფუნქციონირებს.
რაც შეეხება მერიას, უწყებაში აცხადებენ, რომ ცენტრს არც ახლა და არც არასდროს რუსულენოვანი სერტიფიკატი ან დიპლომი არ გაუცია.
როგორც ირკვევა, მოკრივეებს სიგელები საკუთარი ინიციატივით ადგილობრივმა მწვრთნელმა გაგა თოდუამ გადასცა. მისი ინფორმაციით, მეგობრული შეჯიბრებები სომეხ და ზუგდიდელ მოზარდებს შორის 18, 19 და 20 თებერვალს მიმდინარეობდა, დასასრულს კი სიგელები ყველა სპორტსმენს დაურიგდა.
“რა გახდა ეს სიგელები? იმდენი ტერიტორია გვაქვს დაკარგული, ამაზე თუ წუხს ვინმე? გავაკეთე სიგელები, მინდოდა ბავშვების წახალისება და გახარება. ინგლისურად რომ ყოფილიყო, არ გახდებოდა სალაპარაკო? დავიწყებული აქვთ პატრიოტიზმი რა არის, ჰგონიათ, თუ ბევრს ლაყბობენ, საქმის გამკეთებლები არიან. მადლობა კი არ უთქვამთ ბავშვებს ასე რომ ვზრდი. 92 წლიდან 2010 წლამდე, 17 წელზე მეტი უხელფასოდ, უანგაროდ ვიმუშავე, არც ბავშვებისგან ამიღია კაპიკი, არც არავისგან. ზუგდიდელ, ხობელ ბავშვებს ვწვრთნიდი – ევროპის ჩემპიონები რომ გვყავს, ამაზე რომელმა იფიქრა?”, – ამბობს გაგა თოდუამ.

საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ყველა სახის პასუხისმგებლობისთვის.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...