ვლ. პუტინმა Л/ДНР დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა

0
274

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რუსი ერისადმი მიმართვის ბოლოს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. 

შეგახსენებთ, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა და ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2015 წლიდან. მანამდე რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და ის რუსეთის ფედერაციას მიუერთა. 

დღევანდელი მიმართვის დროს ვლ. პუტინმა ისაუბრა სხვადასხვა ისტორიულ მოვლენაზე, მათ შორის, სსრკ-ს დაშლაზე, უკრაინის სახელმწიფოს შექმნაზე, ნატოს გაფართოებაზე და თითქოსდა დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი მუქარების შესახებ. 

წინა სტატიადონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პუტინი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
შემდეგი სტატიაემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის თეატრის რეჟისორი გახდა – სერგეი შოიგუს წინადადება მიღებულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური