მთავარისიახლეებიმსოფლიოთავშეყრის ადგილებში თავდასხმის საფრთხე არსებობს - აშშ-ს საელჩო რუსეთში მოქალაქეებს აფრთხილებს

თავშეყრის ადგილებში თავდასხმის საფრთხე არსებობს – აშშ-ს საელჩო რუსეთში მოქალაქეებს აფრთხილებს

Published on

აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ასევე, რუსეთ-უკრაინის საზღვართან მყოფი დასახლებების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავდასხმების საფრთხე არსებობს.

საელჩოს ცნობით, თავდასხმა შესაძლოა, განხორციელდეს სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებზე, ასევე, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

განცხადებაში საელჩო უსაფრთხოების ზომებზე საუბრობს:

ყურადღება მიაქციეთ:

ადგილობრივ და საერთაშორისო მედიების განახლებულ ინფორმაციებს.
მოერიდეთ ხალხმრავლობას.
აცნობეთ მეგობრებსა და ოჯახს თქვენი უსაფრთხოების შესახებ.
გქონდეს ინფორმაცია გარშემომყოფებზე და დარჩით ნაცნობ გარემოში.
იყავით ფხიზლად იმ ადგილებში, სადაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები/მოქალაქეები დასავლეთიდან.
თან იქონიეთ შესაბამისი პირადობის მოწმობა, მათ შორის აშშ. პასპორტი რუსეთის მოქმედი ვიზით.
გქონდეთ ევაკუაციის ისეთი გეგმა, რომელშიც აშშ-ს მთავრობა არ არის ჩართული.
დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიჭრას და სამხედრო იერიში დაიწყოს. უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. რუსეთი და ბელარუსი კი სამხედრო წვრთნებს, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ახანგრძლივებენ.

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება მიიღეს. ინფორმაციას CBS News ავრცელებს. მათი ცნობით, რუსი გენერლები ახლა თავდასხმის გეგმას ადგენენ.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...