მთავარისიახლეებისოციალურ სქელში სასულიერი პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების კადრები გავრცელდა

სოციალურ სქელში სასულიერი პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების კადრები გავრცელდა

Published on

სისხლიანი ანგარიშსწორება მღვდლებს შორის – სასტიკად ნაცემია მამა როინ მუმლაძე. მას თავს შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი დაესხა. აგინა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, შავი ბერი ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით აღებინებდა. უმძიმეს კადრებში ისმის ისიც, რატომ მოუწყვეს მღვდელს სისხლიანი ანგარიშსწორება.

ირკვევა, ისიც რომ მანამდე მამა როინმა მამა შალვა კეკელიას მუქარის გამო პირს უჩივლა. ვიდეოში, რომელიც “პირველებს” მიაწოდეს, გარკვევით ისმის ხმა, როგორ მიმართავს ბერი ილარიონ გიგოლაშვილი მამა როინ მუმლაძეს და ცემს იმის გამო, რომ “მამა შალვა კეკელიას უჩივლა”.

უმძიმეს კადრებში გვესმის კიდევ ერთი საყურადღებო ფრაზა, რომელიც იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მამა როინს შესამოსელი გახადეს, თუმცა მან როგორც ჩანს კაბა ისევ ჩაიცვა.

“როგორ უჩივლე პოლიციაში მამა შალვას? ” – ისმის ჩანაწერში.

კაბა, რომ გაიხადე, ისევ რატომ ჩაიცვი, შე დედა მო..ნულო?! შე გამზრდელ მო..ნულო!!! ხელი ჩაწიე.

პოლიციაში უჩივლე მამა კეკელიას? შე პოლიციაში მჩივლებელო, შე ბოზ..

შენ მე არ მიცნობ ვინ ვარ?”- მიმართავს შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი მამა როინ მუმლაძეს.

მოძალადე ბერი, ინტერესდება იწერება თუ არა ძალადობა ტელეფონით, რაც აჩენს ეჭვს, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილია – “ხომ იღებ? არ გათიშო გადაიღე”- მიმართავს შავი ბერი პირს, ვინც მისი დავალებით ძალადობის ჩაწერას ახორციელებს.

თავად მუმლაძე, მამა შალვა კეკელიას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ადასტურებს და ამბობს, რომ სასულიერო პირს იმიტომ უჩივლა, რომ “მოუვარდა”.

ამასთან ნაცემი მამაროინი, მოძალადე შავ ბერს პირობას აძლევს რომ “კაბას გაიხდის”.

 

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...