მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთმა შესაძლოა, დაკარგოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომა, თუ უკრაინაში შეიჭრება - ურსულა ფონ...

რუსეთმა შესაძლოა, დაკარგოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომა, თუ უკრაინაში შეიჭრება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მან შესაძლოა დაკარგოს წვდომა ფინანსურ ბაზრებზე, მოწინავე საექსპორტო საქონელზე. ამ თემაზე მან გერმანიის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან, ARD-თან ინტერვიუში ისაუბრა.

[სანქციები დაწესდება] ყველა საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომელიც რუსეთს სჭირდება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის, სადაც ჩვენ გლობალურად დომინანტები ვართ და შემცვლელი არ გვყავს”, – თქვა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ სანქციები მანამდე არ დაწესდება, სანამ შეჭრა არ მოხდება. მისივე თქმით, რუსეთს ეძლევა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების და დიპლომატიის შანსი.

მისივე განცხადებით, მოდერნიზაცია, რომელიც რუსეთს სჭირდება შეუძლებელი იქნება, თუ მას სანქციებს დაუწესებენ.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...