რაც ხდება ჩემ მიმართ, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი, ინვალიდიზაციის და მკვლელობის – სააკაშვილი

0
201

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხეში შექმნილ პირობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ის რაც დღეს საქართველოში ხდება, პუტინის დავალებით გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკაა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ერთადერთი მიზანი მისი ინვალიდიზაციაა, რის გამოც მას ადეკვატური მკურნალობის უფლება არ ეძლევა.

“რაც შეეხება ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ხდება ჩემ მიმართ, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი, ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის დასკვნა სახალხო დამცველის კონსილიუმის, ეს არის დასკვნა “ემპათიის”, საუკეთესო სპეციალისტების, რომლებიც არიან საქართველოში სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, არცერთ სხვა ექიმს სხვა დასკვნა არ გაუკეთებია.

მე მინდა შევახსენო ყველას, რომ როდესაც პენიტენციურმა სისტემამ გადამიყვანეს და ჩემ ექიმებს აღარ უშვებდნენ ჩემთან, მოიწვია ქალბატონი თამარ აბაშიძე, ეს არის ვივა მედის ნევროლოგი, მან დაწერა ზუსტად ისეთივე დიაგნოზი, როგორც უწერია სახალხო დამცველს და “ემპათიას”. და მან თქვა ზუსტად იგივე რასაც ამბობენ სახალხო დამცველის და ემპათიის სპეციალისტები […] რომ პენიტენციური სისტემის შიგნით, ამ დაავადების მკურნალობა არის შეუძლებელი და უფრო მეტიც, ისინი გარდაუვლად მიმიყვანენ მე ინვალიდიზაციამდე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, ინვალიდიზაცია ნიშნავს, რომ ფიქრის საშუალების წართმევას, მახსოვრობის წართმევას, გადაადგილების საშუალების შეზღუდვას – “ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია აზროვნება”.

მესამე პრეზიდენტის თქმით, ეს იციან უცხოელებმაც და რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელობის დონეზე იყო შეთავაზება, რომ წაეყვანათ საქართველოდან სამკურნალოდ.

“ისინიც ხედავენ რა ხდება საქართველოში, საქართველოში ხდება გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა პუტინის დავალებით. აი ეს არის რელობა”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასთან ამ დრომდე არ უშვებენ პირად ექიმს, რადგან ის მონახულების შემთხვევაში დააფიქსირებს მდგომარეობის გაუარესებას, რაც სახეზეა.

წინა სტატიაპუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური