მთავარისიახლეებიმსოფლიობაიდენი პუტინს იმ პირობით შეხვდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება

ბაიდენი პუტინს იმ პირობით შეხვდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება

Published on

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე თანახმაა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. შეხვედრის პირობაა, რომ მანამდე რუსეთი უკარიანში არ უნდა შეიჭრას.

“პრეზიდენტი ბაიდენი, პრინციპში დათანხმდა ამ ვიზიტის შემდეგ [იგულისხმება ლავროვსა და ბლინკენს შორის მოლაპარაკება] პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას, თუ შეჭრა არ მოხდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის. ჩვენ ასევე მზად ვართ დავაწესოთ სწრაფი და მძიმე შედეგები, თუ რუსეთმა ომი აირჩია. და ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მზადებას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის ძალიან მალე”, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამ კვირის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უნდა შეხვდეს. პირობა იგივეა – არ გააგრძელოს რუსეთმა სამხედრო მოქმედებები.

ცნობისთვის, სამიტი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, სადაც პუტინი და ბაიდენიც იქნებიან მიწვეულები საფრანგეთის ინიციატივით უნდა გაიმართოს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...