საინფორმაციო სააგენტო “აქცენტის” ცნობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თბილისიდან არ გაუწვევიათ, თუმცა, ვაშინგტონში ნამდვილად იმყოფება.
როგორც “აქცენტს” საქართველოში აშშ–ის საელჩოში განუცხადებს, დიპლომატი ვაშინგტონში “რეგულარულად დაგეგმილ შეხვედრებს” მართავს.
“ელჩი დეგნანი იმყოფება ვაშინგტონში და რეგულარულად დაგეგმილ შეხვედრებს მართავს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებთან”, – აცხადებენ საელჩოში.
კელი დეგნანის გაწვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის საელჩოს გვერდზე “ფეისბუქში” აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც იგი რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ევროპაში შესაძლო, მორიგი რუსული აგრესიის ფონზე უკრაინისა და საქართველოს მიმართ აშშ–ის მხარდაჭერას ადასტურებს.