თბილისში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი არ შემოუშვეს

0
453

კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს – ამჯერად თბილისიდან ანდრეი დავიდოვი გააბრუნეს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ,,საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ” სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დავიდოვი მომხდარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან ამბობს, რომ მას არანაირი კანონი არ დაურღვევია.

ოპოზიციონერის ვარაუდით, საქართველოს რუსეთმა მისთვის არასასურველი მოქალაქეების სია გადასცა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ უნდა მისცენ.

“ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა წარადგინა კონკრეტული მოქალაქეების სიები, რომელთა საქართველოში ყოფნასაც არასასურველად თვლის და მათ მიღებას, არამეგობრულად”, – წერს ოპოზიციონერი.

წინა სტატიასაოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი დაბომბეს
შემდეგი სტატიაქოლცენტრების საქმე – გენერალურმა პროკურატურამ ხუთი პირი დააკავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური