მთავარისიახლეებიმსოფლიო"რუსი სამხედროები უკრაინაზე თავდასხმას, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გეგმავენ" - ბლინკენი

“რუსი სამხედროები უკრაინაზე თავდასხმას, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გეგმავენ” – ბლინკენი

Published on

რუსი სამხედროები უკრაინაზე თავდასხმას, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გეგმავენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს.

ამბობს, რომ რუსეთი აპირებს შექმნას საბაბი უკრაინაზე თავდასხმისთვის, რაც შეიძლება მოიცავდეს ყალბ ან რეალურ თავდასხმას ქიმიური საშუალებებითაც კი.

“ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, აი, რას შეიძლება ელოდოს მსოფლიო… პირველი, რუსეთი გეგმავს, რომ გაითამაშოს წინაპირობა თავისი შეტევებისთვის… ზუსტად არ ვიცით რა ფორმით მოხდება ეს. ეს შესაძლოა იყოს დადგმული ე.წ ტერორისტული დაბომბვა რუსეთის შიგნით. გამოგონილი აღმოჩენა მასობრივი საფლავებისა; დადგმული შეტევა დრონით სამოქალაქო პირებზე; ყალბი, ან თუნდაც ნამდვილი შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით”,- თქვა სიტყვით გამოსვლის დროს ბლინკენმა.

მისივე თქმით, ამ შესაძლო თავდასხმებიდან ერთ-ერთის განხორციელების შემდეგ, არსებობს ვარაუდი, რომ “რუსეთმა მომხდარი ეთნიკურ წმენდად, ან გენოციდად გამოაცხადოს” და ამის შემდეგ, რუსეთის პოლიტიკოსთა მაღალ ეშელონებში გამოაცხადონ, რომ “რუსეთმა უნდა უპასუხოს [შეტევას] და დაიცვას თავისი მოსახლეობა, ან ეთნიკურად რუსები უკრაინაში”.

ბლინკენი აცხადებს, რომ ამ თავდასხმებს შესაძლოა ჰქონდეს ჩვეულებრივი, ან კიბერშეტევის ფორმა და ისინი შესაძლოა მიმართული იყოს უკრაინელების კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ.

გაეროს უშიშროების საბჭოს ბლინკენმა განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი გააგზავნა მინისტრ ლავროვის სახელზე, სადაც ის თავის რუს კოლეგას მომავალ კვირას ევროპაში შეხვედრას სთავაზობს.

ბლინკენმა ასევე მოუწოდა რუსეთს, რომ მკაფიოდ და ნათლად დააფიქსიროს ამ შესაძლო შეხვედრაზე, რომ ისინი უკრაინას თავს არ დაესხმიან.

ენტონი ბლინკენის განცხადებას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...