14 405 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 18 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

0
217

საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი, 24 409 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 595 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 30 616 ტესტით, ხოლო 17 979 PCR-ით. 17 თებერვალს აიცრა 3 078 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 29,64%-ია, ბოლო 14 დღის – 32,04%-ია, 7 დღის – 30,78%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 526 205 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 348 581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 771 კი გარდაიცვალა.

წინა სტატია“რუსი სამხედროები უკრაინაზე თავდასხმას, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გეგმავენ” – ბლინკენი
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური