თემურ ჯანაშიას დაპატიმრებითა და პარლამენტიდან გაძევებით ემუქრებიან

0
279

“კობახიძის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მან დავალება მისცა სასამართლოს “პიჯაკების” საქმის გადაწყვეტილებაზე” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში არიან “დამნაშავეები”:

…ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ხაზი, რომ “პიჯაკების საქმე” პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რაც არაერთხელ უთქვამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მოხვედრილა არაერთ ანგარიშში მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშში. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ეს გამონათქვამი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა.

 როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, კობახიძეს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს თქვას , რომ პარლამენტში არიან “დამნაშავეები” და ამის  მაგალითად მოჰყავს თეიმურაზ ჯანაშია. რაც იმას გულისხმობს, რომ რეალურად, ის ჩანაფიქრი, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს, ზუსტად ასახა ის ჩანაფიქრი თავის განცხადებაში.

“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე თემურ ჯანაშიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტით, პალიტრანიუსის ეთერში დაემუქრა:

“ბევრად უფრო მძიმე დამნაშავეები არიან რეალურად დღეს პარლამენტში. ბევრთან მიმართებით არ არის შეფარდებული სამწუხაროდ სასჯელი. ერთ -ერთი არის პირდაპირ ბრალდებული კორუფციულ საქმეში – ჯანაშია. არის საქმე აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს. ვიდრე ჩვენ სამართლებრივი საფუძველი არ გვექნება, ვერ შევუწყვეტთ უფლებამოსილებას” თქვა კობახიძემ.

წინა სტატიაბესტაევის ოჯახს ღარიბაშვილის მთავრობისგან ამ დრომდე სამძიმარიც კი არ მიუღია
შემდეგი სტატიაპრემიერის პერსონალური შურისძიება ტრი-ტრისთვის, ბაკურიანის ტყისთვის და სხვ.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური