მთავარისიახლეებიეკონომიკაეკონომიკის მინისტრი: არ ვიცი, გაიზრდება თუ არა ქვეყანაში საწვავის ფასი

ეკონომიკის მინისტრი: არ ვიცი, გაიზრდება თუ არა ქვეყანაში საწვავის ფასი

Published on

ეკონომიკის მინისტრმა არ იცის, გაიზრდება თუ არა ქვეყანაში საწვავის ფასი. ლევან დავითაშვილის მტკიცებით, ფასების მატება გარე ფაქტორებზეა დამოკიდებულია.

,,საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია მათ შორის პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც. დავაკვირდეთ მოვლენებს. იმ შემთხვევაში თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება კომუნიკაცია და ადეკვატური რეაგირება. ჩვენ  გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

 იგეგმება თუ არა საწვავის იმპორტიორებთან კომუნიკაცია და მათთვის შეღავათების დაწესება,  დავითაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციას გააგრძელებს.

გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ყველა დარგთან. დარგობრივ ასოციაციასთან ვმუშაობდი წინა პოზიციაზეც და ახლაც გავაგრძელებ ინტენსიურ კომუნიკაციას”,- თქვა დავითაშვილმა. 

ეკონომიკის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ აქციზის ფასის შემცირებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. ისინი დარწმუნებული არია, რომ ნავთობიმპორტიორები სახელმწიფოსთან შეთანხმებით მოქმედებენ და ფასებს თავად ადგენენ. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ საწვავის ფასი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...