მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის სამხედრო აგრესიის რისკი ჯერ ისევ არსებობს - ბაიდენმა და შოლცმა უკრაინის...

რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკი ჯერ ისევ არსებობს – ბაიდენმა და შოლცმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს

Published on

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოუწოდეს რუსეთს, განიმუხტოს დაძაბულობა უკრაინის საზღვართან. ამ თემაზე გერმანიის მთავრობის სპიკერმა განცხადება ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

ბაიდენიც და შოლციც ამტკიცებენ, რომ უკრაინაში სიტუაცია “უკიდურესად სერიოზულია”, რადგან რუსული სამხედრო აგრესიის რისკი ჯერ ისევ არსებობს. მათივე თქმით, უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარების მნიშვნელოვანი გაყვანა არ დაფიქსირებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი ძალები ბელარუსთან ერთად ჩატარებული წვრთნების შემდეგ უკან იხევენ. მათ ვიდეოც გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, რომ ტანკები და საბრძოლო მანქანები ტოვებენ ყირიმს.

ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მნიშვნელობას მოსკოვის შეჭრის შემთხვევაში.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...