გახარიას პარტია ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დაუჭერს, რადგან ენმ-ს კანდიდატად მიიჩნევს და არა ერთიან კანდიდატად

0
238

ლელოს” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კონსულტაციები გრძელდება. განხილვის თემა რუსთავის შუალედური  არჩევნებია.

დღეს გახდება ცნობილი ვინ დაუჭერს მხარს შუალედურ არჩენებზე ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში.  

 ჯაფარიძის მხარდაჭერას კანდიდატურას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა უკვე აქვს. ამის შესახებ “ნაციონალურმა მოძრაობამ”  გუშინვე გამოუცხადა. დღეს კი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე “დროას” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებს შეხვდებიან.

,,დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები “დროასთან”, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან, ასევე მექნება კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ეს გაზრდის შანსებს, რომ ჩვენ შევძლოთ ვუპასუხოთ იმდაგვარად “ქართული ოცნების” უმსგავსობას და უკანონობას, რომ რუსთავის და გარდაბნის ოლქში მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ჭირდება ცვლილების დაწებას”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს პარტია “საქართველოსთვის” და “ევროპული საქართველო”.

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის არა ერთიანი კანდიდატი, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, თუმცა, რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებთ”, – ამბობს პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი.

 

წინა სტატიარაიან ჰარისი: ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა წარმოშობს კითხვის ნიშნებს კანონის უზენაესობისადმი
შემდეგი სტატია,,ივანიშვილი დიდ საერთაშორისო შარშია” – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის მიერ ევროპელებისთვის ფულის მოტყუებით გამოძალვის საქმეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური