პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის სახლი გაქურდეს

0
232

სოფელ ბირთვისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის, თამარ ალფაიძის სახლი გატეხეს. მას გვიან ღამით ჭიშკარი ღია დახვდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ სახლი გაქურდეს.

ჯერჯერობით უცნობია რა წაიღეს მძარცველებმა. ადგილზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები.

სოფელ ბირთვისში ეს ძარცვის პირველი შემთხვევა არაა, ადგილობრივებისთვის კრიმინალი ფაქტობრივად ყოველდღიურობა გახდა. ისინი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართავენ და სოფელში ვიდეოკამერების დამონტაჟებას მოითხოვენ.

„შევედით ჭიშკარში და დავინახე, რომ კარები იყო შენგრეული, გადაგდებული. ძალიან გახშირებულია ეს შემთხვევები, განსაკუთრებით ამ რეგიონში და შეწუხებული არიან ბირთვისის მაცხოვრებლები. ყველაზე მთავარი ამ ეტაპზე არის ვიდეო სათვალთვალო კამერებით აღჭურვა. გადავწყვიტეთ ბირთვისის მოსალეობამ, რომ მივმართოთ ყველა ორგანოს განცხადებით დილითვე“, – ამბობს თამარ ალფაიძე.

წინა სტატია15 315 ახალი შემთხვევა და კიდევ 55 გარდაცვლილი – 16 თებერვლის კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიამოძრაობა “ხმა” ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორს ღია წერილით მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური