მთავარისიახლეებიმსოფლიო"გვინდა მსოფლიომ იცოდეს, რომ არ გვეშინია" - უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

“გვინდა მსოფლიომ იცოდეს, რომ არ გვეშინია” – უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

Published on

უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მოქალაქეებმა სიმბოლურად უკრაინის 200-მეტრიანი დროშა გაშალეს.

ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი სიმბოლური აქტით ერთი მხრივ, სოლიდარობა გამოუცხადეს იმ სამხედროებს, რომლებიც უკვე წლებია უკრაინის თავისუფლებისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან და მეორე მხრივ, მათ სურთ, რომ მთელ მსოფლიოს დაანახონ ერთიანობა.

“ამაღელვებელი განწყობაა. დღეს ქალაქში რომ გამოვედი, მოქალაქეებს სახლებიდან ჰქონდათ დროშები გადმოფენილი. ჩვენ სიმბოლურად დროშის გაშლით ვაჩვენებთ ყველას უკრაინის ერთიანობას. გვინდა, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ არ გვეშინია, ჩვენ მშვიდობა გვსურს”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ერთიანობის დღის აღსანიშნავად, უკრაინაში დროშები გადმოფენილია სახელმწიფო უწყებების შენობებიდან, კერძო დაწესებულებებსა და სახლების ფანჯრებიდან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს განაცხადა რომ, მას აწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.

ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...