გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

0
985

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ის კლინიკაში თითქმის 3 თვის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

53 წლის გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს. მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

წინა სტატიამოძრაობა “ხმა” ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიარუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის – შარლ მიშელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური