ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს

0
358

გუშინ “ქართულმა ოცნების” გადაწყვეტილების პასუხად, მას შემდეგ,  რაც   ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს,პატია ლელოს განცხადებით,  ბადრი ჯაფარიძე   შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრფინგზე მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მხარდაჭერისთვის მადლობა გახაუხადა. 

„ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად იქნება წარდგენილი შუალედურ არჩევნებში. იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, ძალა ხალხის ხელშია. იმისთვის, რომ დავამტკიცოთ მანდატზე კი არ არის საუბარი, ცვლილება შეგვიძლია”- თქვა ხაზარაძემ.

მან რუსთაველებს მიმართა და თქვა, რომ ეს არის პრინციპული ბრძოლა.

,,მინდა მივმართო ყველა ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მათ, ვინც მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძეს, სამართლიანობის მხარეს დადგა. ეს იქნება პრინციპული ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!“ – დასძინა ხაზარაძემ.

 

წინა სტატიადიღომში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაადამიანებს ხსნიან იმისთვის, რომ სიმართლე არ გაცხადდეს 
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური