ადამიანებს ხსნიან იმისთვის, რომ სიმართლე არ გაცხადდეს 

0
259

პარლამენტში, კომისიის შექმნის წინ, სამ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება გაუუქმეს, რათა კომისიის შექმნისთვის აუცილებელ 50 ხმას დააკლდეს 3 ხმა – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის მიერ დეპუტატის უფლებამოსილების გაუქმებას. 

მისი თქმით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს ხსნიან იმისთვის, რომ სიმართლე არ გაცხადდეს. 

1. მინისტრი ტიკარაძე პრაქტიკულად ჩემს საქმეს გადაჰყვა;

2. ლონდა თოლორაიას მოსახსნელად ცალკე კანონი მიიღეს;
3. მოხსნეს გორის ჰოსპიტლის დირექტორი, ჰოსპიტლის რამდენიმე თანამშრომელი და დააქვეითეს ჩემი მკურნალი ექიმი;
4. მოხსნეს ციხის ადმინისტრაციის მიერ მოწვეული ნევროლოგის მეუღლე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მოხსნეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაეთანხმა სახალხო დამცველის და “ემპათიას” კონსილიუმების დიაგნოზს.


და ეს ყველაფერი მოხდა “ოცნების” მოლაპარაკე თავების უტიფარი მტკიცების ფონზე, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი და არანაირ წამებას ადგილი არ ჰქონია”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა სტატიაბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს
შემდეგი სტატიაკიბერთავდასხმა უკრაინის ოფიციალურ საიტებზე, როგორც რუსეთის აგრესიის ერთერთი გამოვლინება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური