მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ საკრებულოს ოპოზიციის მიერ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიგა ფარულავას არჩევას „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე
,, ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა ქართულ ოცნებას.
მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კონკრეტული პარტიის და მისი ხელმძღვანელის მიმართ, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ხშირად, არცთუ სასიამოვნო ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
დღეს სტრატეგიული მიზნის ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ. სხვაგვარად, ივანიშვილის დამარცხება რეალური არ არის.
წინ ბათუმი და სენაკია – აქაც უნდა გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას საკრებულოები და პირადი დამარცხება ვაგემოთ ივანიშვილს. ფორმულა კვლავ უცვლელია – ყველა, ერთის წინააღმდეგ”. -წერს მიხეილ სააკაშვილი