“ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაზარალებულად ცნობის სტატუსის მინიჭებას “ფეიკი” უწოდა.
“2-3 საათის პიარული ე.წ. წარმატებისთვის მზად არის ეს ხალხი, რომ თვალებში შეაყაროს ნაცარი საზოგადოებას. თითქოს ვერ ვნახავთ და ვერ გავერკვევით, რომ არის 55-ე მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ თუკი ვინმე პირი შეიტანს განცხადებას, თვითონ ეს განცხადების შეტანის ფაქტია მისთვის დაზარალებულად წოდების მომენტი და არა რაიმე სტატუსი, რომელიც გამოძიების შედეგად დგინდება”,- თქვა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად არის აღიარებული. გადაწყვეტილება უკრაინის პროკურატურამ მიიღო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. უკრაინელი სამართალდამცველები იკვლევენ მათი ქართველი კოლეგების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას.