კატეგორიულად ვითხოვ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო…დაუბრუნეთ ზუგდიდელებს სასიცოცხლო სივრცე – მიხეილ სააკაშვილი

0
1080

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწესებულ გადასახადებს მესამე პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება

კატეგორიულად ვითხოვ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო. ფასიანად აქციეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც “ოცნება” კორუფციაში გამოიჭირეს. ის კორუფცია რომ გაემართლებინათ, ფასი დაადეს.

სრულიად აბსურდია ასეთ ბაღში შესვლაზე ფულის აღება – ეს იგივეა, რომ ლონდონის ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში და ბათუმის ბულვარში ან ვაკის პარკში შესვლა ფასიანი იყოს.

დაუბრუნეთ ზუგდიდელებს სასიცოცხლო სივრცე! ნუ გახვედით ბოლომდე თავს! ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ერთ დღეს ბევრნი შეიკრიბონ და ეგ სალარო აპარატები ნაგვის ურნაში გადაუყარონ!” წერს მიხეილ სააკაშვილი

წინა სტატიადაკავებულია დედა, რომელმაც ფოთში ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა
შემდეგი სტატიამათიკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა “ფეიკია”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური