მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში ოცნებამ თავისი ხელდაფარებული და ,,გაპრავებული" საფულე დაკარგა - ნიკა მელია

ზუგდიდში ოცნებამ თავისი ხელდაფარებული და ,,გაპრავებული” საფულე დაკარგა – ნიკა მელია

Published on

ნიკა მელია ზუგდიდის საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ოპოზიციის ერთობას მიესალმება
ზუგდიდის საკრებულოს წევრებს, ჩვენს ოცდაორივე მეგობარს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო!
ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული, ალბათ ყველაზე უკეთაც კი – ბევრ მათგანზე რა მძიმე ზეწოლა და შანტაჟი იყო უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, რომ გატეხილიყვნენ და შედეგად საკრებულო “ქართული ოცნების” კონტროლქვეშ დაეტოვებინათ!
რეალურად რა მოხდა დღეს? ყველამ ვიცით, რომ სუს-ისა და პოლიციის გარდა, რაიონებში ქოცების მმართველობაც და საარჩევნო გაყალბების სისტემაც ადგილობრივ ბიუჯეტებზე დგას.
ადგილობრივი ბიუჯეტები ქცეულია “ოცნებისგან” დასაქმებულების საფულეებად. სიპები და აიპები, სამსახურები, პროგრამები – ამით მხოლოდ ოცნების აქტივი და ზონდერები, საარჩევნო სტრუქტურა და მოსყიდვა ფინანსდება.
ზუგდიდში ეს ხელდაფარებული და ,,გაპრავებული” საფულე ოცნებამ დაკარგა.
ესაა რეალობა.
ფაქტია- Ზუგდიდის 46 000 000 – იან ბიუჯეტს “ოცნება” უკონტროლოდ ვეღარ დახარჯავს თავის ნათესავებსა და ზონდერებზე!
ეს “ქართულ ოცნებას” ასუსტებს და შანსებს უმცირებს ჩვენთან შემდეგი ბრძოლისთვის.
Მთავარია, ყოველდღიურად დავასუსტოთ ივანიშვილის რეჟიმი და საბოლოოდ ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ყველა რაიონში და მთელს საქართველოშიც!
Ამ გზაზე ზუგდიდის გამარჯვება განსაკუთრებით მიხარია!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა” – წერს ნიკა მელია

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...