ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე გახარიას პარტიის წევრი წარადგინეს

0
261

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პარტია “საქართველოსთვის” წევრის გიგა ფარულავას კანდიდატურა წარადგინეს. საკუთარი კანდიდატურები არ წამოუყენებიათ არც “ქართულ ოცნებას” და არც ნაციონალურ მოძრაობას.
“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ისინი სხდომაზე დარჩებიან, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
სხდომაზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი “ერთიან ნაციონალური მოძრაობას” აქვს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი პარტია “საქართველოსთვის”.

ზუგდიდის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა, თუმცა ამ დრომდე ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და თანამდებობის სხვა პირები.

წინა სტატიაინფორმაცია არაზუსტია – NCDC დღევანდელ კოვიდსტატისტიკაზე
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გიგა ფარულავა გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური