მთავარისიახლეებისაზოგადოება"რეფორმების ჯგუფი" პარლამენტში 5 ივლისის საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს

“რეფორმების ჯგუფი” პარლამენტში 5 ივლისის საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს

Published on

შეიქმნას 5 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია – ამ მოთხოვნით ფრაქცია “რეფორმების ჯგუფი” პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართავს.

პროექტის მიხედვით ჯგუფის წევრები დეტალურად განიხილავენ ვინ და რატომ დაესხა თავს მედიის წარმომადგენლებს, ვინ წაახალისა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, შეუწყვეს თუ არა მათ დანაშაულებრივ ქმედებებს ხელი საჯარო მოხელეთა განცხადებებმა და როგორ დაირღვა ადამიანის უფლებები.

“მთავარი მიზანია ერთი მხრივ შსს-ს უმოქმედობის შესწავლა, რომელმაც ვერ შეძლო პრევენცია მოეხდინა ამ თავდასხმის და ვერ დაიცვა მოძალადეებისგან ჟურნალისტები. იმავდროულად, ჩვენ უნდა დავადგინოთ რამდენად არის სინქრონში ეს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი კრემლთან, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა მოტივები”, – თქვა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...