მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს უკრაინას ეწვევა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს უკრაინას ეწვევა

Published on

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს უკრაინას ეწვევა. კვირას ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაფრთხილება, რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეიჭრას უკრაინაში.

კანცლერი მზადაა ეწვიოს ორივე ქვეყანას, უკრაინასა და რუსეთს, რათა თავიდან აიცილოს კრიზისი, რომელმაც ბერლინის თქმით, “კრიტიკულ” ნიშნულს მიაღწია.

გამგზავრებამდე ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, სამშაბათს, ოლაფ შოლცი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

France24 იტყობინება, რომ კიევი ასევე ცდილობს თავისი საჰაერო სივრცის ღიად შენარჩუნებას მას შემდეგ, რაც ნიდერლანდურმა ავიაკომპანიამ KLM-მ რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო წვრთნების ჩატარების საფრთხის გამო ფრენები შეაჩერა.

პარალელურად კი დასავლეთის ქვეყნები წყვეტენ თავიანთ დიპლომატიურ მისიებს და მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.

გამოცემის ცნობით,უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ზელენსკიმ მიიწვია ბაიდენი “უახლოეს დღეებში” კიევში, რათა დაუდასტუროს თავისი მორალური მხარდაჭერა უკრაინელებს და კიდევ ერთხელ გაუგზავნოს “მძლავრი სიგნალი” რუსეთს

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...