მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით თევზაია, რომელიც დღეს მუხიანში გარდაცვლილი იპოვეს, "ვაგზლის მოედანზე" მცირე ბიზნესის მფლობელი...

დავით თევზაია, რომელიც დღეს მუხიანში გარდაცვლილი იპოვეს, “ვაგზლის მოედანზე” მცირე ბიზნესის მფლობელი იყო

Published on

თბილისში,   გომბრონიძის ქუჩის მცხოვრებლებმა 35  წლის მამაკაცის ცხედარი დღეს დილით, ეზოში იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.

გარდაცვლილის ახლობლების ნაწილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობენ, რომ დავით თევზაია  “ვაგზლის მოედანზე” მცირე ბიზნესის მფლობელი იყო და  სუიციდის არანაირი მოტივი არ ჰქონდა. ხოლო ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ “თავიდან ჩხუბის ხმა იყო, მერე ტირილის” . სისხლის კვალი არ შეუმჩნევიათ და შესაძლოა ცხედარი გარდაცვლილი გადმოაგდეს, მას მაისური ჰქონდა შემოხეული.

ადგილობრივი მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, პოლიციას სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები არ ამოუღია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თუ თვითმკვლელობასთან

სიახლეები

სოციალურ ქსელზე უკანონო წვდომა მოიპოვა, ინტიმური ფოტო გადმოწერა და აშანტაჟებდა – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. "ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ...

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...