არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ შესაძლებლობა, სიურპრიზი მოაწყოს და ბრალი დასდოს უკრაინას ან მსოფლიოს – სალივანი

0
235
White House national security adviser Jake Sullivan gives an update about the ongoing talks with Russia at a press briefing at the White House in Washington, Thursday, Jan. 13, 2022. (AP Photo/Andrew Harnik)

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ რუსეთს არ მისცემენ შესაძლებლობას სიურპრიზი მოაწყოს და ბრალი დასდოს უკრაინას ამ მსოფლიოს. მისი თქმით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა აშკარას ხდის მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას უახლოეს ხანში, მათ შორის 20 თებერვლამდე, ოლიმპიადის დასრულებამდე.

“შეჭრის დღის სრულყოფილ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს, რუსეთის დიდი სამხედრო მოქმედება უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დღეს დაიწყოს, მათ შორის მომავალ კვირაშიც, ოლიმპიადის დასრულებამდე.

ჩვენი თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოაწყოს სიურპრიზი და ბრალი დასდოს უკრაინას ან მსოფლიოს. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამ ინფორმაციას ფართოდ ვავრცელებთ. ეს არის ის, რაც უკვე გავაკეთეთ და რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ”, – განაცხადა სალივანმა.

ცნობისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. ის და ბელარუსი ამ დროისთვის სამხედრო წვრთნებს ატარებენ. მიუხედავად დაძაბულობისა, პუტინი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს. ესკალაციის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს მკაცრი სანქციებით ემუქრება.

არაერთი ქვეყანა უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ რესურსით ეხმარება.

წინა სტატიაკიევი 48 საათის განმავლობაში მოსკოვთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატიაგერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს უკრაინას ეწვევა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური