მთავარისიახლეებიპოლიტიკალორდთა პალატაში დაინტერესდნენ, ​რატომ ვერ გაბედა რუსეთის ხსენება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში...

ლორდთა პალატაში დაინტერესდნენ, ​რატომ ვერ გაბედა რუსეთის ხსენება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლებამ

Published on

საპარლამენტო დელეგაციის წევრები, რომელთაც ლორდთა პალატაში შეხვედრა ჰქონდათ, დიდი ბრიტანეთიდან გვიან ღამით დაბრუნდნენ, თავად შალვა პაპუაშვილი  რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მაგრამ   ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა.

რაც შეეხება საუბრის თემას – დელეგაციის წევრების თქმით, ბრიტანეთი დაინტერესდა, ​რატომ ვერ გაბედა რუსეთის ხსენება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლებამ.

“მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება და აქცენტები დღეს გადატანილია რუსეთის აგრესიის არდაშვებაზე უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს დემოკრატია არის ბრიტანეთის ინტერესში და ის წუხილები და კითხვები, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან მიმართებაში, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ ეწერა, ამაზე ძალიან ღიად გვკითხეს ორივე ანალიტიკურ ორგანიზაციაში და დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოლიტიკა აქვს ქართულ ოცნებას რუსეთის მიმართ”, – ამბობს პარლამენტის რეფორმების ჯგუფის წევრი, თეონა აქუბარდია.

მოუწია თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ლორდთა პალატაში მძიმე კითხვებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე პასუხის გაცემა – დელეგაციის წევრები აცხადებენ რომ ” ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხების განხილვა”, – ამბობს “ქართული ოცნების” წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე.

მათი თქმით, არცერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გასულ კვირას ლორდ რიჩარდ ჰარისისგან  მიიღო წერილი ,სადაც ლორდთა პალატის გავლენიანი წარმომადგენელი პირდაპირ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მსჯელობა მესამე პრეზიდენტის საქმეზე ბრიტანეთის მთავრობასთან მომავალშიც გაგრძელდება.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...