მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ - მ ბათუმის შუალედურ არჩევნებში კანდიდატურად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე...

ენმ – მ ბათუმის შუალედურ არჩევნებში კანდიდატურად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა

Published on

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის შუალედურ არჩევნებში კანდიდატურად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა.

“მე მინდა ქართულ საზოგადოებას წარვუდგინო ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელიც შედის ბრძოლაში, იქ სადაც მამამ გაიმარჯვა, იქ სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარდაკარ იარა და პირველ ტურშივე მოიპოვა გამარჯვება და ჩვენ ყველანი ნუგზარ ფუტკარაძის მეგობრები მივყვებით ამ ბრძოლაში მათეს და ამით დავამტკიცებთ, რომ ვერც შანტაჟი, ვერც მოსყიდვა, ვერც ძალადობა, სიკვდილიც კი, ვერ გაიმარჯვებს სამართლიანობაზე.

როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, რომ 2 აპრილს მათე ფუტკარაძე გაიმაჯრვებს და მას მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, ვიდრე ცხონებულ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც იმიტომ არ არის ჩვენთან, რომ ქართულმა ოცნებამ წააგო არჩევნები ბათუმში და გაყალბებული არჩევნების შედეგადაც კი 19 მანდატი მოიპოვა ოპოზიციამ, 16 კი ოცნებამ, რა გააკეთეს ამის მერე? ერთი ადამიანი გადაიბირეს, ერთი ადამიანი კი ზეციურ საქართველოში გაისტუმრეს” – თქვა ნიკა მელიამ.

2 აპრილს ცესკოს განკარგულებით, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...