საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 40 ადამიანი, 21 623 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 46 425 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 26 163 ტესტით, ხოლო 20 262 PCR-ით. 12 თებერვალს აიცრა 2 089 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 33,84%-ია, ბოლო 14 დღის – 31,66%-ია, 7 დღის – 32,85%.