მთავარისიახლეებიპოლიტიკაანზორ ჩუბინიძეს მილიონიანი სპირტის ბიზნესი საქართველოს მთავრობამ დაუფინანსა

ანზორ ჩუბინიძეს მილიონიანი სპირტის ბიზნესი საქართველოს მთავრობამ დაუფინანსა

Published on

ანზორ ჩუბინიძეს მილიონიანი სპირტის ბიზნესის აშენებაში სახელმწიფო დაეხმარა, ნახევარი მილიონი მას საქართველოს მთავრობამ მისცა.  –  ანზორ ჩუბინიძის ოჯახის კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული დოკუმენტები გასაჯაროვდა.

ანზორ ჩუბინიძის საწარმო, დოკუმენტებით ანზორ ჩუბინიძეს არ ეკუთვნის. ბიზნესი სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, 24 წლის ქალიშვილზეა გაფორმებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცმეებით, კომპანია “ზაქარო დისტილერის” წილის 50 % წილს მარიამ ჩუბინიძე ფლობს. ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის ოჯახის კომპანიამ, მცხეთაში ახალადაშენებულ საწარმოში არყის წარმოება უნდა დაიწყოს. 

საწარმოს გარშემო მიწა ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილის სახელზე 2020 და 2021 წელს გადაფორმდა. ჯამში მარიამ ჩუბინიძემ, 5000 კვადრატული მეტრი მიწა ადგილობრივბებისგან იყიდა. რეესტრში არ იძებნება მიწის იპოთეკით დატვირთვის ფაქტი, რაც იმის დადასტურებაა, რომ სპეცსამსახურის შეფის ქალიშვილმა ტერიტორია სესხის გარეშე იყიდა. ის, რომ ამ  ბიზნესის რეალური მფლობელიც და მმართველიც ანზორ ჩუბინიძეა, ადგილობრივების ნაამბობით ირკვევა, სოფელ ზაქაროში ამბობენ,  რომ საწარმოს მშენებლობის პროცესს პირადად ჩუბინიძე აკონტროლებდა.

“ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა” მოიპოვა  სოფლის  განვითარების სააგენტოსა და კომპანია “ზაქარო დისტილერს” შორის გაფომრბული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ  არყის საწარმოს მშენებლობა ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. აქედან საქართველოს მთავრობის 139-ე განკარგულებით, თითქმის ნახევარ მილიონ ლარს ჩუბინიძის კომპანია სოფლის განვითრების სააგენტოსგან მიიღებს, მეორე ნახევარი მილიონი ლარი კი ამ ბიზნესში თავად ჩადო.

დოკუმენტების მიხედვით, ანზორ  ჩუბინიძის შვილის სახელზე გაფორმებულმა კომპანიამ პირველ წელს 18 ტონაზე მეტის ხილი, ამუშავებიდან მეორე წელს კი 96 ტონა უნდა გადაამუშავოს და არაყი მიიღოს. სპირტის სახდელად, საქართველოს მთავრობის  თანადაფინანსებით ჩუბინიძეს ძვირადღირებული გერმანული დანადგარები უყიდეს.  

დოკუმენტების თანახმად ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილი ყვარელის ღვინის ქარხნის ერთ-ერთ დირექტორია. ის ფლობს კოოპერატივ “ქინძმარაულის” ვენახების წილსაც. 

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...