რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში

0
237

“ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო” – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტინიორებს აღმოსავლეთში ახალი სამხედრო აქტივობის შესახებ აფრთხილებს.

არსებული ცნობებით, ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს.

 გამოცემა NYT-ის ცნობით, გავრცელებული ცნობობებით, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდა, დღეს ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებს. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს პრესკონფერენცია პარასკევს არ ჰქონდა დაგეგმილი.

ზარი, რომელიც დაიწყო 11:02 საათზე ვაშინგტონში და დასრულდა 12:21 საათზე. ზარი მოიცავდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს; პრემიერმინისტრებს: ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს, იტალიელ მარიო დრაგის და კანადელ ჯასტინ ტრუდოს. ჩართულები იყვნენ ასევე პრეზიდენტები: ემანუელ მაკრონი საფრანგეთიდან, ანდჟეი დუდა პოლონეთიდან, კლაუს იოჰანისი რუმინეთიდან, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიიდან და შარლ მიშელი ევროპული საბჭოს წევრი, და ნატოს გენერალურ  მდივან იენს სტოლტენბერგს,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის  PBS-ის ჟურნალისტიც წერს, რომ ასეთი სადაზვერვო ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.

რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის ოლიმპიადის მიმდინარეობისას – ეს განცხადება კი მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა, ტონი ბლინკენმა ავსტრალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ აშშ- ს პრეზიდენტს დღეს ახალი არაფერი უთქვამს..”ამ განცხადებაში ახალი არაფერია. ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია, რომელმაც უკვე გააკეთა ასეთი განცხადებები. დაიწყო ოჯახის წევრების და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია. შესაბამისად, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე” – განაცხადა კულებამ.

წინა სტატიაშესაძლოა, რუსეთმა აირჩიოს სამხედრო მოქმედება და ეს სწრაფად მოხდეს – აშშ აცხადებს, რომ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაჯეიკ სალივანი: აშშ ახლა ცდილობს თავიდან აიცილოს სისხლიანი ომი -თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მიმართ ცეცხლს გახსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური