უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ აშშ- ს პრეზიდენტს დღეს ახალი არაფერი უთქვამს..”ამ განცხადებაში ახალი არაფერია. ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია, რომელმაც უკვე გააკეთა ასეთი განცხადებები. დაიწყო ოჯახის წევრების და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია. შესაბამისად, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე” – განაცხადა კულებამ.