მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯეიკ სალივანი: აშშ ახლა ცდილობს თავიდან აიცილოს სისხლიანი ომი -თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის...

ჯეიკ სალივანი: აშშ ახლა ცდილობს თავიდან აიცილოს სისხლიანი ომი -თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მიმართ ცეცხლს გახსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთის შეტევა უკრაინაზე სავაურაუდოდ საჰაერო იერიშით დაიწყება, რაც კომერციულ საჰაერო/სარკინიგზო კავშირებს დახურავს.

ამის შესახებ სალივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც თქვა ისიც, რომ”რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ წამს შეიჭრას, როგორც კი პუტინი ამის ბრძანებას გასცემს”

სალივანი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო,  თუმცა ამბობს, რომ შეჭრა შეიძლება ოლიმპიადის დასრულებამდე დაიწყოს.

“ჩვენი დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებულ დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ შეჭრა შესაძლოა ოლიმპიადის მიმდინარეობისას მოხდეს, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ეს, დიდი ალბათობით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყება” – ამბობს სალივანი. 

ის უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინა მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ დატოვონ.

ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, თუმცა, რისკი ძალიან მაღალია და მუქარაც იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რასაც ახლა საღი აზრი მოითხოვს, – აცხადებს სალივანი. აშშ ახლა ცდილობს, “თავიდან აიცილოს სისხლიანი ომი”. ხვალ პრეზიდენტი ბაიდენი ტელეფონით დაუკავშირდება პრეზიდენტ პუტინს, მაგრამ მე არაფერი მაქვს თქვენთვის ამის შესახებ ახლა გამოცხადების, – თქვა სალივანმა.

თქვენ შეგიძლიათ, საკუთარ თვალებს დაუჯეროთ, რომ რუსებმა შექმნეს შესაძლებლობები უკრაინის წინააღმდეგ, რათა განახორციელონ მასიური სამხედრო ოპერაციის ჩატარება როდესაც ამას გადაწყვეტენ… ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმარისად მაღალია და საფრთხე- მყისიერი.საჭიროა წინდახედულობა. თუ დარჩებით, თქვენ იღებთ რისკებს და არ გაქვთ გარანტია იმისა, რომ წასვლის სხვა შესაძლებლობა გექნებათ,- თქვა სალივანმა

.მანამდე, უკრაინის დატოვებისკენ აშშ-ის მოქალაქეებს თავად პრეზიდენტმა ბაიდენმაც მოუწოდა. მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან შეჭრის საფრთხე არსებობს და უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, სამხედროების გამოყენებით ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია შეუძლებელი იქნება, რადგან თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მიმართ ცეცხლს გახსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...