უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. მესამე ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამია ავრცელებს.
გვარამიას თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება მას ცოტა ხნის წინ გადაეცა.
“ფაქტზე იყო აღძრული საქმე – სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების ფაქტების შესახებ. . დღეს მიხეილ სააკაშვილი უკვე ცნობილია დაზარალებულად. არსებობს ფაქტი და არსებობს დაზარალებული. ერთადერთი ნაბიჯი, რაც დარჩა, ეს არის სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეში ბრალდებულების გამოვლენა და სავარაუდოდ, ეს იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და შესაძლოა თანამდებობის პირებიც. განაცხადა ნიკა გვარამიამ მთავარი არხის ეთერში.
უკრაინის მხარეს შეუძლია ექსტრატერიტორიულობის პრინციპით აღძრას საქმე საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის თანამდებობის პირების წინააღმდეგ