მიხეილ სააკაშვილის წამებაში მონაწილე პირებს ბრალი წარედგინებათ და შესაძლოა, ძებნაც გამოცხადდეს, მათ შორის ინტერპოლით – გრუშოვეცი

0
329

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი უკვე დაზარალებულად ცნო, გამოძიება დაიწყება და ბრალი წარედგინებათ იმ სამართალდამცველებს, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიების ეფექტურობა ნაწილობრივ იმაზეც იქნება დამოკიდებული, მოინდომებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინულ მხარეს საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდოს.

“ეს არის კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ უკრაინის ხელისუფლება და მათ შორის პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, დაიწყება გამოძიება იმ სამართალდამცავი პირების მიმართ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ განახორციელეს წამება.

[…] ვიმედოვნებთ, ეს გამოძიება გამოიღებს შედეგს იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რამდენად მოინდომებს საქართველოს ხელისუფლება მოგვაწოდოს საჭირო დოკუმენტები. უკრაინის ხელისუფლებას აქვს საშუალება, დაადგინოს პირები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით. მათ ბრალი წარედგინებათ და შესაძლოა, ამ პირებზე ძებნაც გამოცხადდეს, მათ შორის, ინტერპოლითაც”, – თქვა ევგენი გრუშოვეცმა.

წინა სტატიაამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა – ჯო ბაიდენი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 55 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური