მთავარისიახლეებისაზოგადოებაანტიკორუფციული მოძრაობა: სუს-ი პრემიერის ცოლისთვის ტყის გადაცემაზე გამოძიებას არ დაიწყებს

ანტიკორუფციული მოძრაობა: სუს-ი პრემიერის ცოლისთვის ტყის გადაცემაზე გამოძიებას არ დაიწყებს

Published on

ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, სუს-მა პრემიერმინისტრის ცოლისთვის მიწების გადაცემის საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიება არ დაიწყო.

მოძრაობამ ნუნუ თამაზაშვილისთვის მიწების 49 წლიანი ვადით გადაცემის შესახებ სუს-ს მიმართა და მათგან მიღებული წერილი გაასაჯაროვა.

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სუს-მა ფაქტობრივად სასამართლოს ფუნქცია შეითავსა და საპროცესო მოქმედებების ჩატარების გარეშე ღარიბაშვილის ოჯახი, ფაქტობრივად, უდანაშაულოდ გამოაცხადა.

„საქმის დეტალები და აღწერილობა კორუფციის შესახებ კანონით დადგენილ სტანდარტს აღემატება და ჩვენი აზრით არის ადმინისტრაციული ორგანოს არაკეთილსინდისიერი გარიგება ან პირდაპირ კორუფცია. თუმცა სუს-მა პასუხი მოგვწერა და ფაქტობრივად შეითავსა სასამართლოს ფუნქციაც და განაცხადა, რომ ის არ აპირებს გამოძიების დაწყებას და გამოძიებისა და ნებისმიერი საპროცესო მოქმედებების გარეშე შეაფასა, რომ აღნიშნულ ოპერაციაში დანაშაული ვერ დაინახა და ფაქტობრივად, პრემიერმინისტრი და მისი ოჯახი უდანაშაულოდ გამოაცხადა“, – აცხადებს ლაშა ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ პრემიერმინისტრის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, მისმა წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს მიმართა.

ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო. ინტერესი გამოხატა ერთმა ადამიანმა, ნუნუ თამაზაშვილმა და მანვე, ამავე აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მტკიცებით, ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუ თამაზაშვილმა ტყის ფართობით სარგებლობის უფლება ელექტრონული აუქციონით მოიპოვა. სააგენტო ირწმუნება, რომ ამ აუქციონში მონაწილეობა ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეეძლო.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...